მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თოვლმა ონის მუნიციპალიტეტში ხეები წააქცია, შეფერხებულია მოძრაობა

თოვლმა ონის მუნიციპალიტეტში ხეები წააქცია, შეფერხებულია მოძრაობა

ონის მუნიციპალიტეტში უამინდობამ მოძრაობის შეფერხება, ხეების წაქცევა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში. შეზღუდვები ვრცელდება მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ონში დილიდან იწმინდება ქალაქის შიდა გზები და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.

კომენტარები