თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა.
ჩამოშლილმა მიწის მასამ მოძრაობის პრობლემები შექმნა სოფელ თუზი-თავასას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასა და ცინაძეები-რიჟამაძეების საუბნო გზაზე.
ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ასევე სოფელ ღვანკითშიც, სადაც ადიდებული ღელედან გადმოსულმა წყალმა გავაშელაშვილი-ქურცაძეების საუბნო გზა დატბორა.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.
ამ დროისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის 550 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კომენტარები