მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუ ამ გზას არ დავადექით, გვექნება დაუსრულებელი ტალღები და უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს”

“თუ ამ გზას არ დავადექით, გვექნება დაუსრულებელი ტალღები და უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს”

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, თუ საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, შესაძლოა ქვეყანაში პანდემია წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნების უმეტესობა მას უკვე ზაფხულში დასრულებულად გამოაცხადებს.

“ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის კონტროლის ერთადერთი საშუალება, რაც დღეს მსოფლიოს გააჩნია და თუ ამ გზას არ დავადექით და ეს ყველამ – ერმა, ბერმა ერთად არ გავაკეთეთ, ბუნებრივია, ჩვენთან იქნება დაუსრულებელი ტალღები, ათასობით ადამიანი კლინიკებში, სხვა სამედიცინო სერვისების ამოვარდნა და უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მაშინ როდესაც, დარწმუნებული ვარ, ზაფხულიდან ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი და ვაქცინაციის კარგი მოცვის ქვეყნები, პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებენ, იმიტომ რომ მათ ყოველდღიურობაზე ის გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები