“სიარული აღარ შემიძლია, თორემ ძალიან მინდა, ხალხთან ერთად ვიდგე”, – აცხადებს 101 წლის ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.
“თუ ჩვენ არ გავიმარჯვეთ, თუ ჩვენ არ გადავედით ევროპულ ნიადაგზე, არაფერი ჩვენ აღარ გვიშველის. ჩვენ ვართ საშინელ მდგომარეობაში, კრიტიკული მომენატია საქართველოსთვის, ამას თუ არ გაითვალისწინებს საქართველოს ყოველი მოსახლე, არაფერი არ გამოვა.
მე ვზივარ და ვტირივარ, თუ ყველა ასეთნაირად განიცდის ამ ამბავს, მე მგონის რაღაც კარგი იქნება, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც უყურადღებოდ ტოვებენ ასეთ მომენტს საქართველოში, ჯერ ერთი რა საკადრისია და რა ადამიანი უნდა იყო ისეთი, რომ ამას არ განიცდიდე, არ ვიცი, არ მესმის. მე ახლა სიარული აღარ შემიძლია, თორემ იცი, როგორ მინდა ხალხთან ერთად ვიყო? ძალიან მინდა”, – აცხადებს ელენე აბაშიძე ინტერნეტ პლატფორმა “გამზირთან” საუბრისას.
კომენტარები