მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი დაიკავებს

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი დაიკავებს

“ინფო იმერეთის” ექსკლუზიური ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი დაიკავებს.

“ინფო იმერეთს” აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყარომ დაუდასტურა.

ლევან ზალკალიანი ცაგერის მერის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა, მან თანამდებობა 26 აგვისტოს დატოვა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, იმერეთის მოქმედი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ამ დროისთვის შვებულებაშია და აღნიშნულ თანამდებობას ახალი გუბერნატორი დაიკავებს. ის საარჩევნო კამპანიაში ერთვება და ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება.

კომენტარები