შემზარავი ფაქტი იმერეთში – რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მე-7 კლასელმა მოზარდმა ბავშვი გააჩინა და ტუალეტში ჩააგდო.
ბავშვი ამბობს, რომ 11 წლის ასაკიდან მეზობელი და ბიძაშვილი ერთად აუპატიურებდნენ.
სოფელი, სკოლა და მასწავლებელი – ყველა ამტკიცებს, რომ 12 წლის ბავშვის ორსულობა ვერავინ გაიგო.
ინფორმაცია “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსიდან გახდა ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული – საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლი და 112-ე მუხლი, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას.
კომენტარები