მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ინასარიძე, იშხნელი, კანდელაკი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ინასარიძე, იშხნელი, კანდელაკი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ინასარიძის, იშხნელის და კანდელაკის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ინასარიძე – წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.

იშხნელი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).

კანდელაკი – გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – “მესანთლე”, “მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები