სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები