მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ისრაელში მყოფი საქართველოს ასობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას კვლავ ვერ ახერხებს

ისრაელში მყოფი საქართველოს ასობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას კვლავ ვერ ახერხებს

ისრაელიდან საქართველოში რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა. მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშაა და ქალაქებში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

საქართველოს მოქალაქეების თქმით, ხდება ახალგაზრდების მობილიზება და გაწვევა.

ისრაელიდან დაბრუნებული მგზავრები აცხადებენ, რომ, ძირითადად, დარტყმა თელ-ავივმა და აშტოცმა მიიღო.

ამასთან, ისრაელში მყოფი საქართველოს ასობით მოქალაქე კვლავ ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. გაუქმებულია “საქართველოს ავიახაზებისა”  და “ისრაელის ავიახაზების” რეისები.

აეროპორტში აცხადებენ, რომ თელ-ავივიდან გამოფრენილი რეისი დღეს თბილისში 13:15 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაუქმდა. მიზეზი უცნობია.

გარდა ამისა, დღეს საღამოსვე ჩანიშნულია ავიარეისი თბილისიდან ისრაელის მიმართულებით, რომელიც ჯერჯერობით გაუქმებული არ არის.

კომენტარები