სროლა ქუთაისში. პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ესმოდათ, თუმცა ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აივნებზე გასვლა შეეშინდათ.
ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს მხარეებმა ცეცხლი ორი ავტომობილიდან გაუხსნეს.
“ერთმანეთის მიყოლებით ისროდნენ ავტომატიდან. რამდენჯერმე ჰაერშიც ისროლეს, ამიტომ ბრმა ტყვიის შეგვეშინდა სახლში არ შემოვარდნილიყო და იატაკზე დავწექით. საშინელი ღამე იყო”, – აცხადებს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული განყოფილების სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არაფერი გაუგიათ. შესაბამისად არც გამოძიება არაა დაწყებული.
კომენტარები