მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იუმორისტი ონისე ცხადაძე შსს-მ დააკავა მუხლებით, რომელიც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

იუმორისტი ონისე ცხადაძე შსს-მ დააკავა მუხლებით, რომელიც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 4 ადამიანი შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული რ.ს.

დანაშაულები თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ონისე ცხადაძის ძმის ინფორმაციით, იუმორისტი სპეცრაზმმა თერჯოლაში, საცხოვრებელ სახლში დააკავა.

კომენტარები