მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კაცია, კერესელიძე და კვირიკაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

კაცია, კერესელიძე და კვირიკაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს კაციას, კერესელიძის და კვირიკაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.

კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც ეძახიან “კერესელიძეების ბაღს”. იტყვიან “კერესელიძეების წისქვილსაც”, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფ. ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა, სახლის ხსოვნამ მისი უკანასკნელი მფლობელის საგინაშვილის სახელი შემოინახა.

კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მომდინარეობს, კვირიკე ბერძნულად “უფლისა”-ს ნიშნავს. კვირიკე ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

 

კომენტარები