მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა, აცრის მეოთხე დოზა გახდეს საჭირო

კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა, აცრის მეოთხე დოზა გახდეს საჭირო

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის და ეპიდვითარება ნელი ტემპით სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ყოველდღიური რიცხვები 2 000- 3000-ზე მეტია. სტაბილიზაციაზე ვილაპარაკებთ მაშინ, როცა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ჩამოსცილდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება აუცილებელია და არ არის გამორიცხული, მეოთხე დოზაც გახდეს საჭირო.

“პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოდ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები