საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას აკრიტიკებს.
“ფხაკაძე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის გასაჯაროების პირველივე დღიდან ამბობდა, ვაქცინაციის გეგმა “სადღეგრძელოა”, ვერ შესრულდება, გაგვაცანით საზოგადოებას გეგმის დამწერი “მითიური” 82 ექსპერტი, გეგმა კი თავიდან და ნამდვილი სპეციალისტების მიერაა დასაწერიო!
მაშინ გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭო და მთელი ოფიციოზი გეგმას აქებდა და ფხაკაძეს ლანძღავდა.
ამდენი დრო გავიდა. წინასწარმეტყველება ახდა და ოფიციოზიც ფხაკაძის ენაზე ალაპარაკდა.
შედეგი: ხალხი აუცრელია, კორონა გაჯეჯილებულია, სიცოცხლეები მიდის, ყველა ოფიციალური პირი ადგილზეა და ფხაკაძე ისევ უსტატუსოდ ქვეყნის ჩრდილოვანი მთავარი მრჩეველია!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები