მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლადო კუჭუხიძე – ჯერ არჩევნები გააყალბეს, მერე უარი თქვეს ევროპაზე, ახალგაზრდებს ვერაფერი გააჩერებს

ლადო კუჭუხიძე – ჯერ არჩევნები გააყალბეს, მერე უარი თქვეს ევროპაზე, ახალგაზრდებს ვერაფერი გააჩერებს

იუმორისტი, მსახიობი და სცენარისტი ლადო კუჭუხიძე “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებს.

მისი თქმით, ახალგაზრდებს წინ ვერავინ დაუდგება, მათი მიზანი შესრულებული იქნება და ევროპულ საქართველოში იცხოვრებენ.

“ხალხს სურს ბედნიერი ცხოვრება. ხალხს სურს ევროპაში შესვლა, კარგი ცხოვრება, კარგი პენსია და კარგი ჯანდაცვა სჭირდებათ. ამისთვის გამოსულია ახალგაზრდები ქუჩაში, რათა მოიპოვონ თავისუფლება და არ დაუჯერონ იმ ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე გვატყუებს.

ჯერ არჩევნები გააყალბეს, მერე უარი თქვეს ევროპაზე, შემდეგ მოჰყავს პრეზიდენტად უდიპლომო ადამიანი. ამას მოსახლეობა არ დაუშვებს, ახალგაზრდებს ვერაფერი გააჩერებს”,- აცხადებს ლადო კუჭუხიძე.

კომენტარები