93 წლის ლამარა აბჟანდაძე ხელისუფლებას პენსიის გაორმაგებას სთხოვს.
პენსიონერის თქმით, არსებული თანხით საკვებისა და მედიკამენტების შეძენა შეუძლებელია.
93 წლის ბლოგერი ხელისუფლებას მეტ ყურადღებას სთხოვს.
“საქართველოს პენსიონერები მოვითხოვთ პენსიის გაზრდას 100%-ით. გაუმაძღარო მთავრობავ, ჩვენ გვეკუთვნის პენსიის გაორმაგება, იმიტომ, რომ ჩვენ ვიმუშავეთ თავდაუზოგავად. იმიტომ, რომ გავუძელით საბჭოთა რეჟიმს, იმიტომ, რომ ჩვენთან საქართველოში პენსია მთელ მსოფლიოში ყველაზე მცირეა. იმიტომ, რომ პრემიერი ხმამაღლა გვეუბნება, ჩვენთან ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია, იმიტომ, რომ ბიუჯეტი არნახულად იზრდება. მაშ რატომ არ უნდა გაგვეზარდოს პენსია 100%-ით? გეკითხებით თქვენ მთავრობის მოხელეებო!”, – წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟანდაძე.
კომენტარები