მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლაშა ტალახაძეს და პარიზის ოლიმპიადის სხვა პრიზიორებს საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ლაშა ტალახაძეს და პარიზის ოლიმპიადის სხვა პრიზიორებს საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიურ, შვიდგზის მსოფლიო, შვიდგზის ევროპის და მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, პარიზის ოლიმპიადის პრიზიორებთან ერთად, საზეიმო დახვედრა მოუწყო.

სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე გაიმართა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაჯილდოვდნენ:

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე – ბრწყინვალე საერთაშორისო სპორტული გამარჯვებებით საქართველოს ღირსების ამაღლებისთვის დაჯილდოვდა 20 000 ლარით;

სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:

ლაშა გურული – ოლიმპიურ პრიზიორი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კრივში;

გივი მაჭარაშვილი – ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში;

ტატო გრიგალაშვილი – ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში;

ილია სულამანიძე – ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში;

ლაშა ბექაური – ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში;

გენო პეტრიაშვილი – ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში;

კობა ტალახაძე – ლაშა ტალახაძის მამა და ოლიმპიელის პირველი მწვრთნელი;

საჩხერის მუნიციპალიტეტში ძალოსნობის ჩამოყალიბებისა და განვითარებაში თვალსაჩინო ღვაწლისთვის – თამაზ ლაშხი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი;

თვალსაჩინო სპორტული და სამწვრთნელო მოღვაწეობით საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ღირსების განმტკიცებისთვის – ავთანდილ გახოკიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი;

თვალსაჩინო სპორტული და სამწვრთნელო მოღვაწეობით საერთაშორისო სარბიელზე საჩხერისა და საქართველოს პრესტიჟის განმტკიცებისთვის – გიორგი ასანიძე, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

უმაღლესი სპორტული წარმატებებით და ძალოსნობის განვითარებაში საქართველოს პრესტიჟის განმტკიცებისთვის – კახი კახიაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი;

თვალსაჩინო სპორტული მიღწევებისა და ოლიმპიური სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის – ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

ლაშა ტალახაძეს ჩოხოსანთა საზოგადოებისგან მიენიჭა რაინდის წოდება.

დაჯილდოების ცერემონია ანრი ჯოხაძის და ბენდის კონცერტით გაგრძელდა.

ღონისძიებას მსახიობი კოტე მჟავია უძღვებოდა.

კომენტარები