მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლეგენდარული ტელეწამყვანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ლეგენდარული ტელეწამყვანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ტელეწამყვანი, რომელთან ერთადაც ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ლია მიქაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ლეგენდარულ ტელეწამყვანს პატივი მიაგეს კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ყველასთვის ცნობილი ტელეწამყვანი 86 წლის ასაკში, 10 ნოემბერს გარდაიცვალა.

ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა.

კომენტარები