წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები 70 წლის დოდო კაკაბაძეს საზოგადოება დაეხმარა.
ხანდაზმული ქალის სოციალური მდგომარეობის შესახებ გაშუქებული ინფორმაციის შემდეგ, ანგარიში გაიხსნა და ქალს 9 000 ლარი შეუგროვდა, რომელიც მისი ნდობით აჭურვილი პირის ანგარიშზეა.
სახლს, სადაც ხანდაზმული ცხოვრობს, კარი არ აქვს, ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია, სახურავი ნახევრად არის გადახურული, კედლები დაბზარულია, იატაკი კი ავარიული. წვიმის დროს სახლის ყველა ნაწილში წყალი თანაბრად ჩადის.
მოხუცს არც საწოლი აქვს და ღამით სკამზე მყოფი იძინებს.
მარტოხელა ქალი გვიყვება, რომ მის სადღესასწაულო სუფრაზე წყალში გახსნილი შაქარი, მჭადი და ტყემალი იყო.
მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თუმცა ამ თანხას ის ბანკში სესხის პროცენტად იხდის.
“უბედნიერესი ვარ, ჩემი ოცნება ახდა. მადლობა ხალხს, რომელიც გვერდით დამიდგა და გაყინვას გადამარჩინა”, – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები დოდო კაკაბაძე.
კომენტარები