ქუთაისში ისტორიული ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციის პროექტს მესამე სექტორი აკრიტიკებს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, იმერეთის მეფეთა რეზიდენციას უმნიშვნელოვანესი ისტორიული დატვირთვა აქვს, რეაბილიტაციის შემდეგ კი ოქროს ჩარდახის იერსახე ისეთივე შთამბეჭდავი აღარ იქნება.
“საინფორმაციო დაფაზე დაპროექტებული მარანი უნდა აშენდეს ოქროს ჩარდახის ნაცვლად? ვინაც ეს პროექტი მოიწონა და დაამტკიცა, არ გაუკვირდეს, რომ წლების მერე ჯიგარმა ქუთაისელმა ქუჩაში პანჩური ამოარტყას, წინადადებით “ვინც შენ ქუთაისელობა დაგაბრალა”. ქუთაისის დამახინჯებას არ გაპატიებთ ქუთაისი, ამ ქალაქს დიდი ენერგია აქვს და აუცილებლად მოგიბრუნდებათ უკან ეს სიმახინჯე”, – ამბობს ზალიკო კუხიანიძე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კეთილმოწყობის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ივერთმშენი”, 955 555 ლარის სანაცვლოდ, ჩაატარებს.
ოქროს ჩარდახის რესტავრაცია იმ პროექტებს შორის მოხვდა, რომლებიც ქუთაისში, 2023 წელს უნდა განხორციელდეს. ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შპს “მნ-პროექტმა“ მოამზადა.
კომპანია “ივერთმშენმა” სამუშაოები წლის ბოლომდე (2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) უნდა განახორციელოს.
კომენტარები