მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მართლა არ მაინტერესებს მისი დაჭერა, ოღონდ ჩემი შვილი ვნახო” – იმერეთში 5 დღეა, 16 წლის გოგონას ეძებენ

“მართლა არ მაინტერესებს მისი დაჭერა, ოღონდ ჩემი შვილი ვნახო” – იმერეთში 5 დღეა, 16 წლის გოგონას ეძებენ

იმერეთში 5 დღეა, 16 წლის გოგონას უშედეგოდ ეძებენ.

გაუჩინარებული გოგონას დედის თქმით, მისი შვილი ოჯახის შექმნის მიზნით 25 წლის ბიჭმა წაიყვანა, რომელიც პრობაციონერია.

“მე-6 წელია, ოჯახით საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემი გოგონა ანასტასია სკოლიდან დაითხოვეს და 9 დეკემბერს არდადეგებზე ქუთაისში გამოვუშვი. დადასტურდა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით არის წაყვანილი. ბავშვი 16 წლისაა და პოლიცია მეუბნება, კანონი არ გვავალდებულებს მასშტაბურად ვეძებოთ, რადგან 16 წლისას თავისუფლად შეუძლია გათხოვდესო. ახლა პროკურატურაში მივდივარ.

იქნებ, რამეში დამეხმაროთ. ეს ბიჭი 25 წლისაა, პრობაციონერი, არც ვიცი სად გაიცნო ჩემმა შვილმა, მაგრამ უყვარს. პოლიციამ და ბიჭის და-ძმამ დამიდასტურა, რომ მან წაიყვანა. სავარაუდოდ, იმიტომ არ ჩნდებიან, რომ ბიჭს ეშინია, წავართმევ ან დავაჭერინებ. მართლა არ მაინტერესებს მისი დაჭერა, ოღონდ გამოჩნდნენ, ოღონდ ჩემი შვილი ვნახო. ოღონდ გამოჩნდეს, არაფერი მინდა სხვა, არავინ არავის არაფერს ერჩის. თუ რამეს შეიტყობთ დამირეკეთ: 595 09 56 30”, – აცხადებს თეა ტოგონიძე.

კომენტარები