მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს.
დიდმოწამე მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადაოკიაში დაიბადა. იგი სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მალე წარმატებას მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა ყოველგვარი პატივი და დიდება უარყო, დიოკლეტიანეს ქმედებას წინ აღუდგა, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოჰყვა.
დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. იგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ მას ჭრილობები სასწაულებრივად უხორცდებოდა.
წმინდა გიორგი 305 წელს მოწამებრივად აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის თავის კვეთის დღე 6 მაისს აღინიშნება.
კომენტარები