მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მარტივად ნუ შევხედავთ, “ომიკრონი” მოდის ცუნამივით”

“მარტივად ნუ შევხედავთ, “ომიკრონი” მოდის ცუნამივით”

ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვითარება მარტივი არ არის, რადგან მისი თქმით, „ომიკრონის“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, ამით ჯანდაცვის სექტორმა დიდი ზეწოლა განიცადოს.

“უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, მრუდმა უკვე თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ უკვე კლება შეიმჩნევა. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე უკვე დაიწყო შემთხვევების კლების ტენდენცია. იცით, ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი.

ვაქცინირებულებს ის შედარებით მარტივად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. ერთ-ერთი თეორია და შეხედულება არის, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები