მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული – 28.8%-ით, პური და პურპროდუქტები კი 16.8%-ით გაძვირდა

მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და ბაღჩეული – 28.8%-ით, პური და პურპროდუქტები კი 16.8%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა.

ყველაზე მეტად, 28.8%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8%-ით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6%-ით გაძვირდა, თევზეული – 10.9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 10.4%-ით.

10.1%-ით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, 8.7%-ით – ყავა, ჩაი და კაკაო. 2.7%-ით მოიმატა ფასებმა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე.

ამასთან, ფასები -2.4%-ით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

კომენტარები