მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მარტოლეკი, მაღალაძე, მახარაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

მარტოლეკი, მაღალაძე, მახარაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს მარტოლეკის, მაღალაძის და მახარაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

მარტოლეკი – გავრცელებულია მცხეთაში. შერქმეული გვარსახელი, სოფ. პატარძეულში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი ლეკი ჩამოსახლებულა და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, სოფელს არ მოსწონებია ქრისტიანისა და მაჰმადიანის შეუღლება. ცოლ-ქმარი სოფელს გასცილებია და ცალკე დასახლებულა. მათი შვილებისათვის მარტოლეკი უწოდებიათ.

მაღალაძე – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მაღალაძეები დაწინაურდნენ მე-15 საუკუნიდან. მაღალაძეთა გვარს ეჭირა საპატიო ადგილი – სვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა და ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისათვის მიკუთვნილი მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. წინარეხიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.

მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.

კომენტარები