მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მგონი, როცა ასეთი ამბავია, უნდა იყოს გამოხმაურება სახალხო დამცველისგან”

“მგონი, როცა ასეთი ამბავია, უნდა იყოს გამოხმაურება სახალხო დამცველისგან”

ვარლამ გოლეთიანი, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, რაჭის ტყეების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს, სახალხო დამცველის რეაგირებით უკმაყოფილოა.

გოლეთიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ლევან იოსელიანს კი ამაზე რეაქცია არ აქვს.

“კარვის დადგმის და პროტესტის უფლება ჩამორთმეული გვაქვს ჩამოსვლის წამიდან. დაზიანებები აქვთ ფიზიკური მიყენებული პოლიციის მხრიდან და მგონი, როცა ასეთი ამბავია, ამაზე უნდა იყოს გამოხმაურება სახალხო დამცველისგან“, – აცხადებს გოლეთიანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია რამდენიმე დღეა, იმართება. ისინი მოითხოვენ, რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზია გაუქმდეს. მათი თქმით, ტყე ხალხის საკუთრებაა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და კარვების გაშლას ითხოვენ.

კომენტარები