მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მდგომარეობა კრიტიკულია” – ექიმი გელათის მონასტრის წინამძღვარზე

“მდგომარეობა კრიტიკულია” – ექიმი გელათის მონასტრის წინამძღვარზე

გელათის მონასტრის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაშავებული ტაძრის წინამძღვრის იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არქიმანდრიტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

“შემოყვანილია ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დამწვრობითი შოკი, დამწვრობითი დაავადება. საერთო ფართობის 44% დამწვარია, აქედან ღრმა დამწვრობაა 30%. მდგომარეობა კრიტიკულია, რჩება მძიმე პაციენტად”, – განაცხადა ზურაბ უგრეხელიძის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა ირმა მესხმა.

გელათის მონასტრის სენაკში ხანძარი 16 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.

კომენტარები