მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მერიაში გვითხრეს თქვენ “ნაციონალები” ხართ და მოგხედოთო, არადა ახლა რომ გაწვიმდება, შენობაში წყალი ჩამოვა”

“მერიაში გვითხრეს თქვენ “ნაციონალები” ხართ და მოგხედოთო, არადა ახლა რომ გაწვიმდება, შენობაში წყალი ჩამოვა”

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე # 173-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ქარმა ტოლი გადააძრო.

მოსახლეობის თქმით, გაწვიმების შემთხვევაში შენობაში წყალი ჩავა.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს, საპასუხოდ კი განუცხადეს, რომ მანდ “ნაციონალები” ცხოვრობთ და მაგათმა მოგხედონო.

“მერიაში გვითხრეს ეგ კორპუსი არის წითელიო, თქვენ “ნაციონალები” ხართო და იმ პარტიამ მოგხედოთ, ვისი მხარდამჭერებიც ხართო. არადა ახლა რომ გაწვიმდება, შენობაში სულ წყალი ჩამოვა”, – აცხადებენ თაბუკაშვილის #173-ში მცხოვრებლები.

კომენტარები