თითქმის 5 დღეა, საქართველოს მოქალაქეები მექსიკაში, დანაშაულებრივი ჯგუფის ტყვეობაში არიან.
ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი აცხადებს, რომ 30-ვე ქართველი თავს კარგად გრძნობს.
“თავს გრძნობენ კარგად. საჭმელს აჭმევენ, სასმელს აძლევენ, არ სცივათ, არ სწყურიათ. როგორც ვიცით, რაღაც ნაწილი თანხა შეიკრიბა, თანხის რაღაც ნაწილს ელოდებიან. მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს კარგად და დაცულად. ადამიანის სიცოცხლეზეა ხომ აქ საუბარი. მათგან იყო ეს მოთხოვნა და თხოვნა იყო ამასთან ერთად, რომ გავჩერებულიყავით და აღარავისთვის აღარ მიგვემართა”, – აცხადებს გატაცებულის ახლობელი.
საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით, არალეგალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს.
კომენტარები