მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მე-15 დღე – ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების პროტესტი გრძელდება

მე-15 დღე – ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების პროტესტი გრძელდება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეების აქცია დღესაც მიმდინარეობს.

უწყვეტი პროტესტის მე-15 დღეს, ქუთაისში წვიმს, თუმცა რამდენიმე ათეული ადამიანი ქალაქის მერიის წინ ისევ დგას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა ადამიანებმა მსუბუქი კონსტრუქციის კარვები გაშალეს და მომდევნო რამდენიმე საათს ისევ მერიასთან გაატარებენ.

“არ გვაშინებს წვიმა, უწყვეტი პროტესტი მაინც გაგრძელდება”, – ამბობს ირაკლი თევზაძე.

კომენტარები