ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდციფრების გაყალბება დაიწყო. „მთავარი არხი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოფიციალური ინფორმაცია კოვიდინფექციით გარდაცვლილთა შესახებ გაყალბებულია.
ჯანდაცვის უწყება, კორექტირებას ფაქტობრივად ყოველდღიურად ახდენს და ცდილობს, დაღუპული პაციენტების რიცხვი მაქსიმალურად შეამციროს. ხშირ შემთხვევაში, ლაპარაკია რამდენიმე ათეულით კორექტირებაზეც კი.
„მთავარი არხის“ წყარო ამბობს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ყოველდღიურად ხელოვნურად აბალანსებენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ციფრების შეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ხდება, რომელიც დღეს მედიასთან არ გამოჩენილა.
ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმ 19 ათასია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თითქმის 5 000 გარდაცვლილს მალავს.
რა მიზნით ტყუის “ქართული ოცნება”, უცნობია. არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებით, ხელისუფლება უკიდურესად დრამატული ვითარების შესახებ ინფორმაციის დაფარვას ცდილობდეს. ოფიციალური განმარტებები თემაზე არავის გაუკეთებია.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 14 359 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები