მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მივმართავთ მესხიშვილის თეატრს, დააფიქსიროს პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე”

“მივმართავთ მესხიშვილის თეატრს, დააფიქსიროს პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე”

ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრეები ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მივიდნენ და მსახიობებს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისტორიულმა თეატრმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

“თეატრი ეს არის ადგილი, საიდანაც მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ მესხიშვილის თეატრის მსახიობებს და ადმინისტრაციას, დააფიქსირონ პოზიცია ქვეყნის გარუსების საფრთხესთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

კომენტარები