2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 8 ქვეყანაში 1.6 მლნ დოლარის ღირებულების 1 630 ტონა მწვანილი გაყიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მწვანილის ექსპორტის ღირებულება 27%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 25.1%-ით.
აღსანიშნია, რომ ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანილი რუსეთსა და უკრაინაში იყიდება. აქედან რუსეთში იანვარ-მარტში მწვანილის ექსპორტის ღირებულება 38.3%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში – 6.1%-ით.
მწვანილის საექსპორტო ბაზრები და 3 თვეში ამ მიმართულებით რეალიზებული მწვანილის ღირებულება და მოცულობები კი ასეთია:
1. რუსეთი – 615.5 ათასი დოლარი, 749 ტონა;
2. უკრაინა – 319.5 ათასი დოლარი, 398 ტონა;
3. მოლდოვა – 252.9 ათასი დოლარი, 156 ტონა;
4. რუმინეთ – 158.3 ათასი დოლარი, 135 ტონა;
5. სომხეთი – 125 ათაში დოლარი, 109 ტონა;
6. საბერძნეთი – 62 ათასი დოლარი, 27 ტონა;
7. ლატვია – 44 ათასი დოლარი, 13 ტონა;
8. პოლონეთი – 41 ათასი დოლარი, 40 ტონა.
კომენტარები