მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მიშიკო მუმლაძის დაკავება მოხდა უკანონოდ, ქუთაისში ფაქტობრივად ცარიელი იყო იზოლატორი, ის მაინც სამტრედიაში წაიყვანეს”

“მიშიკო მუმლაძის დაკავება მოხდა უკანონოდ, ქუთაისში ფაქტობრივად ცარიელი იყო იზოლატორი, ის მაინც სამტრედიაში წაიყვანეს”

აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მას გამოძიება, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წინააღმდეგობის გაწევას და მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

“პირველ რიგში, ის არის აღსანიშნავი, რომ მიშიკო მუმლაძის დაკავება მოხდა უკანონოდ. არანაირ სამართალდარღვევას მიხეილ მუმლაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გამოძიება მას ედავება, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წინააღმდეგობის გაწევას და მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ ჯერჯერობით დოკუმენტები არაფერი არ ჩაგვაბრებია. ამ სამართლდარღვევისთვის მოთავსებულია ის სამტრედიაში წინასწარი დაკავების იზოლატორში. მიუხედავად იმისა, ქუთაისში ფაქტობრივად ცარიელი იყო იზოლატორი, ის მაინც სამტრედიაში წაიყვანეს, რაც მიგვაჩნია დასჯის ფორმად”,- განაცხადა ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ქუთაისში, 28 ნოემბერს “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს.

კომენტარები