მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ”

“მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ”

მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს. ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.

“მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა..

ჩემო საყვარელო ქართველებო. მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს. ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ. ცუდი შეგრძნებაა, ვიცი. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია და ხანგრძლივი ეპიცენტრში”, – წერს თეა გოდოლაძე.

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. თბილისის დროით 08:00 საათზე 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა 09:21 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.

კომენტარები