მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან”

“მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან”

არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის და მათ შორის თავად პრეზიდენტის მოთხოვნაც არის ორი – არჩევნები და ევროპული მომავლის დაბრუნება.

“მოთხოვნა არის ორი – დააბრუნეთ ჩემი ხმა, იმიტომ, რომ  არჩევნები იქნა მოპარული, მომეცით ჩემი ევროპული მომავალი – ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ეს არის მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა დღეს და  მათი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულად მოხდეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა.

არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ მათ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან. მათ ამომრჩევლებს შორისაც კი, არის ის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება”, – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე ისაუბრა.

კომენტარები