93 წლის ლამარა აბჟანდაძე პენსიის გაზრდას ითხოვს. მისი თქმით, იმ დროს, როცა ყველაფრის ფასი გაზრდილია, არსებული პენსიით საკვებისა და მედიკამენტების შეძენა შეუძლებელია.
“მოვითხოვთ პენსიების გაორმაგებას! ეს სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან ყველაფრის ფასები კატასტროფულად იზრდება. “ოცნების” მთავრობის მესვეურებო, თქვენთვის ხომ გაქვთ ხელფასებიც და პენსიებიც ათასობით ლარი. როგორ ფიქრობთ ჩვენ – ხალხი, რომელზედაც ზრუნვა თქვენი ვალია, არ ვართ ღირსი 500 ან 600 ლარი პენსია გვქონდეს?
გააკეთეთ რაც გევალებათ, იზრუნეთ ხალხზე, პენსიონერებზე კი განსაკუთრებით, თუ არა თქვენც ჩავარდებით მათ დღეში და არავინ არ მოგხედავთ”, – წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟანდაძე.
კომენტარები