მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მომდევნო 10 დღის განმავლობაში უნდა იყოს მკაფიო მინიშნება, რომ საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა დასრულდა”

“მომდევნო 10 დღის განმავლობაში უნდა იყოს მკაფიო მინიშნება, რომ საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა დასრულდა”

მომდევნო 10 დღის განმავლობაში უნდა იყოს მკაფიო მინიშნება იმისა, რომ საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა დასრულდა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

“დადებითობის მაჩვენებელი შემცირებულია. მკვეთრად შემცირებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში, თებერვლის ბოლო – მარტის პირველი კვირა, უნდა იყოს მკაფიო მინიშნება იმისა, რომ საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა დასრულდა და მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სტაბილური მდგომარეობა იქნება. ამ თვალსაზრისით, თუ ინფიცირება განაპირობა ომიკრონმა და ომიკრონის სხვა ვარიანტებმა, მაშინ უფრო მეტად შეიძლება ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები