მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მოქალაქეების ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია

მოქალაქეების ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია

დიდთოვლობის გამო, რიკოთის საავტომობილო უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია.

მოქალაქეები იტყობინებიან, რომ რამდენიმე საათია, მოძრაობა ფაქტობრივად გაჩერებულია და წარმოქმნილია საცობები.

“ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კომენტარები