“მძულს და მეზიზღება სამყარო, რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა”, – წერს სოციალურ ქსელში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა.
მადონა რობაქიძეს სტიქიის შედეგად სამი შვილი და მეუღლე დაეღუპა.
“7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა ეხლა მძულს და მეზიზღება ეს დროც. დრო, როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა. დრო, რომელმაც ჩემი ფერადი და ბედნიერი ცხოვრება შეცვალა. დრო, როცა გაჩერდა ყველაფერი. დრო, როცა დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი, გაუფერულდა, გაშავდა ირგვლივ სამყარო. დრო, როცა დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ აზრი. დრო, როცა ჩამოიქცა და დაიმხო ყველაფერი. თქვენ იყავით ჩემი ყველაფერი დედი, უთქვენოდ კი. მძულს და მეზიზღება სამყარო, რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა”, – წერს სოციალურ ქსელში მადონა რობაქიძე.
ბაღდათში სტიქიის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები