რა თანხა დაუჯდებათ მოქალაქეებს 2022 წლის საახალწლო სუფრის გაშლა – ISET ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მისი შეფასებით, წელს სადღესასწაულო სუფრის მომზადების მაჩვენებელი 8.3%-ით არის გაძვირებული.
ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს.
მეთოდოლოგიის მიხედვით, საახალწლო სუფრა შემდეგი კერძებისგან შედგება: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტი – ხილი და გოზინაყი.
ორგანიზაციის დათვლით, იმერეთში საახალწლო სუფრის ღირებულება – 186.3 ლარია, (ფასის ზრდა 9.5%).
“2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შერადებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).
ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვა და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია”, – ნათქვამია ISET-ის ანგარიშში.
კომენტარები