მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.
“აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის პირობები ასეთია:
რეგისტრაცია იყო და არის უფასო.
რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/…/immigrant…/diversity-visa-ka/”, – წერს აშშ-ის საელჩო.
კომენტარები