მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნალექი, ქარი, ტემპერატურის კლება – უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

ნალექი, ქარი, ტემპერატურის კლება – უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები