საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბულ-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
აღნიშნულის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია – თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა და ზვავსაშიშროება.
კომენტარები