ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისში, ტყიბულში და ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრასპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ინტენსიური თოვის გამო,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) -ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები