მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნაცემი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები უნდა ახსოვდეთ” – მდუმარე აქცია ქუთაისში, ნაძვის ხესთან

“ნაცემი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები უნდა ახსოვდეთ” – მდუმარე აქცია ქუთაისში, ნაძვის ხესთან

ევროინტეგრაციის მომხრეები ქუთაისში ნაძვის ხესთან საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოებით მივიდნენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებისას ქუთაისის მერიის მიერ გარეთ გამოყვანილ ადამიანებს თავად დახვდებიან და შეახსენებენ, თუ როგორი ფორმებით ებრძვის “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის მომხრე ახალგაზრდებს.

მათი თქმით, არავინ არაფრის ჩაშლას არ აპირებს, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ქვეყანას მშვიდობიან აქციებზე სასტიკად ნაცემი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები ჰყავს.

ქუთაისის მერია ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას დღეს,19:00 საათზე გეგმავს.

პარალელურად ქუთაისის მცხოვრებლები, მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისში იმყოფებიან.

კომენტარები