მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნიკეა ქუთაისს აღარ ეკუთვნის? საშინლად გვექცევა ხელისუფლება”

“ნიკეა ქუთაისს აღარ ეკუთვნის? საშინლად გვექცევა ხელისუფლება”

ქუთაისში ნიკეას დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, 18:00 საათის შემდეგ ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ.

“თუ გაგიმართლა და 31 ნომერში შეხვედი, გადატენილია ტრანსპორტი. ნიკეა ქუთაისს აღარ ეკუთვნის? აბა თუ ეკუთვნის ასეთ მდგომარეობაში რატომ ვართ, საშინლად გვექცევა ხელისუფლება”, – აცხადებს ნიკეაზზე მცხოვრები ლილი დეისაძე და 25 ნოემბის საღამოს ტრანსპორტში გადაღებულ ვიდეოსაც გვიგზავნის.

ნიკეას მოსახლეობამ ადგილობრივ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” უარი უთხრა და ადგილობრივებმა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ანა კოხრეიძე აირჩია. ერთ-ერთ ვერსიით, ადგილობრივი ხელისუფლება სწორედ ამ მიზეზის გამო სჯის მოსახლეობას.

კომენტარები