კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ საკმარისი არ არის.
როგორც მან აღნიშნა, ინფექციისგან მაქსიმალურად თავის დასაცავად ბუსტერ დოზაა საჭირო.
“ვაქცინის მესამე დოზა საკმაოდ კარგ დაცვას იძლევა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციისგან”,- აღნიშნა ალბერტ ბურლამ.
Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ომიკრონის ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს და ის მარტში მზად იქნება.
კომენტარები