მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ომიკრონი” არ იქნება არანაირად დასასრული, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები”

“ომიკრონი” არ იქნება არანაირად დასასრული, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ომიკრონის შტამით პანდემია არ დასრულდება, არამედ პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები.

“ომიკრონი არ იქნება არანაირად დასასრული, პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები, კიდევ მოხდება მათი გავრცელება და მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მომზადებული და დავხვდეთ ყველა ახალ ვარიანტს და მუტაციას მომზადებული – ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ. ძალიან მძიმედ განვითარდება რაოდენობრივი თვალსაზრისით და მოიცავს მთელს მოსახლეობას. ყველამ უნდა გადაიტანოს ეს ომიკრონი – ასეთია ე.წ. თამაშის ახალი წესებიდან გამომდინარე ახალი მესიჯი ამ ვირუსთან მიმართებაში”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები