მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რამდენ ხანს ტოვებს ადამიანში იმუნიტეტს “ომიკრონი“

რამდენ ხანს ტოვებს ადამიანში იმუნიტეტს “ომიკრონი“

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რამდენი ხნის განმავლობაში ტოვებს „ომიკრონის“ შტამი ადამიანში იმუნიტეტს.

“კონკრეტულად “ომიკრონი“ რამდენ ხანს ტოვებს ადამიანში იმუნიტეტს, ზუსტად არავინ არ იცის. ისევე, როგორც ზუსტად არ იცოდნენ სხვა შტამებზე. ასე ჩათვალეს კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა, ხოლო შემდგომ შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტი მაინც რჩება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ პაციენტთან, შეიძლება უფრო მეტი დროითაც. მაგრამ, მაღალ იმუნიტეტად, რომელიც უფრო სარწმუნოდ იცავს პაციენტს, 60 დღე ითვლება”, – აცხადებს ცერცვაძე.

კომენტარები